6 მარტს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისა და სტუდენტ ჰანთის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი სტუდენტებისთვის სახელწოდებით - ტექნოლოგიები არა ტექნოლოგიური ადამიანებისთვის.
ალბათ ხშირად გესმის ტექნოლოგიების განვითარებაზე, ტექნოლოგიურ მიღწევებზე და მისგან მიღებულ სიკეთეებზე. შეიძლება იმაზეც გიფიქრია, რომ ზოგი ტექნოლოგია არც თუ ისე მარტივია და ყველა მიმართულების ადამიანისთვის არ არის. მაგრამ ჩვენ შენთან ერთად ამ შეხედულების შეცვლა გვინდა.
შეხვედრის განმავლობაში, სტუდენთ ჰანთის მმართველი პარტნიორი, სანდრო კანდელაკი ისაუბრებს ტექნოლოგიებზე არა ტექნოლოგიური ენით, იმაზე თუ სად, რაში და როგორ უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგიები, ასევე გასწავლით ისეთ ხელსაწყოებს რომელიც თქვენ სამუშაო ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს გახდის.
ვორკშოპზე დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.