23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება WISEC Academy-ის მონაწილეთა ყოველწლიური მრგვალი მაგიდა.
ღონისძიება ორგანიზებულია Jean Monnet Module Project-ის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის მასპინძლობით.
ყოველწლიური მრგვალი მაგიდა WISEC Academy-ის მონაწილეებისთვის იქნება შემეცნებითი და გასართობი შეკრება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვაზე, ამ პრაქტიკის განხორციელების ეფექტური გზების იდენტიფიცირებაზე და მონაცემთა დაცვის შემთხვევების შესწავლაზე როგორც ბიზნესში, ასევე საჯარო სექტორში.
- ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვა;
- საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზების განსაზღვრა;
- ქეისები ბიზნესსა და საჯარო სექტორში.
ღონისძიება მიესალმება WISEC Academy-ის მონაწილეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებით.
გთხოვთ, დაჯაცშნოთ თქვენი ადგილი ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე, სარეგისტრაციო ბმული.