14 აპრილი - ქართული ენის დღეები - შემაჯამებელი ღონისძიება

14 აპრილი 2021

პროექტი „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ 14 აპრილს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

 

დასკვნით შეხვედრაზე ქართული ენის ანბანის ბაღის გახსნა დაანონსდება, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ასევე, ქართული ენის დღეების ფარგლებში, ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს გადაცემათ ვაუჩერები, ხოლო ყველა მონაწილეს - მადლობის სიგელი.

 

ღონისძიებაზე საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭება აკადემიკოს მზექალა შანიძეს და კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიხსნება მისი სახელობის აუდიტორია.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი; ანდრიუს კალინდრა - ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ვილია თარგამაძე - ლიეტუვის პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი; გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; ეთერ თათარაიძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; დარეჯან თვალთვაძე - თსუ-ის პროფესორი; თინათინ მარგალიტაძე, ილიაუნის პროფესორი, ლექსიკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ღონისძიების მოდერატორი: პროექტის ავტორი, პროფ. მარიამ მანჯგალაძე.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა დააარსა ყოველწლიური ნომინაცია „ქართული ენის ქომაგი“ განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული იდეების განხორციელებისათვის ცნობილი ქართველოლოგებისა თუ ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პირებისათვის. კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ კანდიდატს უნივერსიტეტის პრეზიდენტი გადასცემს სპეციალურ პრიზს.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

 

• სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

• საქართველოს საელჩო ლიეტუვაში

• ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი