ბიზნესის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

16 იანვარი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ნაშრომების საჯარო დაცვაზე.

 

ღონისძიება ჩატარდება 16 იანვარს, 10:00 საათიდან, D23 აუდიტორიაში. მაგისტრანტები კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ კვლევებს, რომლებიც ბიზნესის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებს ეხება.

 

დაცვაზე წარმოდგენილი ნაშრომები და ავტორები:

 

სტუდენტები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს, მათ შორის:

 

  • თამუნა ასკილაშვილი – "Factors Influencing Entrepreneurial Business in Georgia" (ხელმძღვანელი: ნათია ზედგინიძე);
  • გიორგი ბალიაშვილი – "The role of transport corridors in Georgia's economic development" (ხელმძღვანელი: სალომე დანელია);
  • მზია რევაზაშვილი – "Liquidity Risk Management in Georgian Commercial Banks" (ხელმძღვანელი: ალექსანდრე მიქელაძე);
  • სალომე ჭიჭიკოშვილი – "ორგანიზაციული კულტურის გავლენა თანამშრომელთა კმაყოფილებაზე სამედიცინო სფეროში" (ხელმძღვანელი: თამარ ცერცვაძე);
  • აბიია ბიჯუ – "Cultural Adaptation and Peer Networks; Exploring Academic, Leadership and Career Outcomes among International Graduate Students in Georgia" (ხელმძღვანელი: ფრედ კასირიე).

 

ნაშრომების დაცვის პროცესი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დაესწროს პრეზენტაციებს.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მაგისტრანტს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.