კონკურსი - „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

21 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად მართვას კონკურს: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 10-12 კლასის, საქართველოში რეგისტრირებული სკოლების მოსწავლეებს. მონაწილეებმა უნდა შექმნან 2-3 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები და კონკურსის დროს 10-15 წუთიანი პრეზენტაციის სახით წარადგინონ თავიანთი პროექტები კიბერუსაფრთხოების თემაზე.

 

პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

  • შემოთავაზებული იდეის სიახლე, დროსთან რელევანტურობა და პერსპექტივა;
  • რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს პრობლემის რეალურად შეფასებას ან რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევის მასშტაბს და მნიშვნელობას;
  • პროექტის საერთო ხარისხი, რომელიც ეხება იდეის შესაბამისობას, პროგრამული გადაწყვეტის დიზაინს და განხორციელების ხარისხს;
  • პრეზენტაციის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებს იდეის დეტალურ წარმოდგენას, არჩევანის დასაბუთებას მის რეალურ სამყაროში შესაბამისობასთან, სისტემის არქიტექტურის მკაფიო და ლაკონიურ წარმოდგენას და მის განხორციელებულ პროტოტიპს.

 

კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

კონკურსი ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, 21 მაისს, 15:30 საათზე, C9 აუდიტორიაში.

 

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე