25 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში (A5 აუდიტორია) ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.
რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეები სპეციალურ პროგრამაში ქვიზებს უპასუხებენ, კითხვები იქნება შემდეგი თემატიკის: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ტურიზმი. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება და ყოველი მომდევნო ეტაპი უფრო გართულდება.
სავალდებულოა, რომ გუნდის მინიმუმ ერთ-ერთ წევრს ჰქონდეს "სმარტფონი", რომ შეძლოს პროგრამაში მუშაობა.
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთრეგისტრაცია ბმულზე
