ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 10 აპრილს, 12:00 საათზე, ესეის კონკურსი „სიტყვიდან ტექსტამდე“ გაიმართება.
კონკურსი გაიმართება ქართული ფილოლოგიით, ისტორიით და პედაგოგიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
ქართული ანბანის მიხედვით შერჩეული სიტყვები ან შესიტყვებები აბიტურიენტებმა შემთხვევითობის პრინციპით უნდა აირჩიონ და შემოქმედებითი ესეი დაწერონ.
დროის ლიმიტი: 120 წუთი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილი, ეწვიეთ ბმულს.
კომისიის თავმჯდომარე: პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
კომისიის წევრები: მარიამ მანჯგალაძე, ქეთევან ინწკირველი, ეკა ჩიკვაიძე, ნათია ფუტკარაძე, ხათუნა ჭანიშვილი, ნინო პოპიაშვილი.
პირველ, მეორე და მესამე ადგილას გასულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტისგან 1000, 700 და 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- საქართველოს საელჩო ლიეტუვაში
- ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.