საუბრები ლიბრარეაში - ''პიროვნული განვითარებიდან – პროფესიონალიზმამდე''

29 სექტემბერი 2023

29 სექტემბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეაში'', გაიმართება შეხვედრა Deal Company-ის თანადამფუძნებელთან, სალომე სულავასთან.

 

სალომე სულავა გახლავთ საერთაშორისო ტრენერი, Luxury და B2B გაყიდვების ექსპერტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთში და პარტნიორობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის - Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვა.

 

შეხვედრის ფარგლებში სპიკერი სტუდენტებს გაუზიარებს მის შთამბეჭდავ გამოცდილებას. ისაუბრებს იმ საჭირო უნარ–ჩვევებზე, რომელიც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის და საწინდარია პროფესიული წარმატების.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.