12 მაისს, 16:00 საათზე, გაიმართება კავკასიის სამართლის სკოლის ონლაინ ლექცია თემაზე - "თანამედროვე კრიმინალისტიკა".
ლექციას გაუძღვება სერგო ძაგნიძე, პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კავკასიის სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი ისაუბრებს კრიმინალისტიკაზე, როგორც მეცნიერებაზე, კრიმინალისტის როლზე გამოძიების პროცესში, განიხილავს დაქტილოსკოპიურ, ბალისტიკურ, და გენერიკურ ექსპერტიზებს.
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.