კონკურსი CU CODE QUEST აბიტურიენტებისთვის

16 მარტი 2024

16 მარტს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება კონკურსი CU CODE QUEST, რომელიც მორგებულია XI-XII კლასის მოსწავლეებზე, ვისაც სურს შეისწავლოს პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები.

 

კონკურსზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კოდირებისა და თამაშის განვითარების საწყისებს Scratch პლატფორმის საშუალებით.

 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ სპეციალურ შემუშავებულ ლექციას პროგრამირების საფუძვლების შესახებ, რასაც მოჰყვება ერთობლივი თამაშების შეჯიბრი. CU CODE QUEST მოსწავლეებს სთავაზობს სასწავლო თავგადასავალს, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. 

 

კონკურსიში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან 2 მოსწავლისგან შემდგარი გუნდით.

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 14 მარტის ჩათვლით.