ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn + ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის განვითარების და მასშტაბირების ყველა ძირითად პრინციპს.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროგრამის კურიკულუმის განახლებაში. ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ბობ სმიტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა პროგრამის პირველი 2 კვირის შეხვედრები, ხოლო ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის საერთაშორისო პარტნიორობის სპეციალისტი - კერი სლატერი, მოწვეული სპიკერის რანგში შეხვდა პროგრამის მონაწილეებს და გაუზიარა საერთაშორისო პრაქტიკები.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:
- Klics.io- პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს შექმნან მიმზიდველი და მონაცემების ანალიტიკით შექმნილი მარკეტინგული გამოცდილება. უზრუნველყოფს წინასწარ ჩაშენებული მინი თამაშების ბიბლიოთეკას, კონფიგურირებად შაბლონებს და მძლავრ ანალიტიკას, რათა დაეხმაროს ბიზნესს კონვერტაციის გაზრდაში, მომხმარებლის ღირებული მონაცემების შეგროვებაში.
- WashyWashy გთავაზობთ პრემიუმ კლასის, უწყლო ავტომობილის რეცხვას თქვენს კართან — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას — მარტივი აპლიკაციის საშუალებით.
- Stipendia.ge — პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო სტიპენდიებისა და სასწავლო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. Stipendia.ge ერგება ყველა ასაკის და ინტერესის მქონე განათლების მაძიებელს - მათ შორის აბიტურიენტებსაც, რომლებიც მალე შეძლებენ AI ხელსაწყოს მეშვეობით შესაბამისი ინტერესების მქონე რეპეტიტორებთან დაკავშირებას.
- TwinO არის AI SaaS პლატფორმა, რომელიც ბიზნესების მარკეტინგის, გაყიდვების და თანამშრომელთა მართვის გუნდებისთვის პერსონალიზდება. TwinO გარდაქმნის ყოველდღიურ რუტინულ ამოცანებს ოპტიმიზირებად და ავტომატიზირებულ სისტემად, რაც პროცესებს 5-ჯერ აჩქარებს.
- LakLaka - ეს არის კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ქმნის ქართულ AI ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიებით კი იქმნება, ინტელექტუალური აგენტები როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისთვის.
- Seekers - ვებ-აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს შექმნას პერსონალური ბრენდი, AI-ის გამოყენებით. დაგეგმონ იმეილ მარკეტინგი და დაამუშაონ მათი მომხმარებლების ინფორმაცია.
- Owlee — ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება პედაგოგებს ეფექტურად მართონ სასწავლო პროცესი და გაყიდონ თავიანთი ონლაინ კურსები ერთიან სივრცეში. სისტემა აერთიანებს სასწავლო მართვის (LMS) ფუნქციებს და მარკეტფლეისს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი კურსების მონეტიზაცია, ხოლო სტუდენტები — მარტივად მოძებნონ, ჩაირიცხონ და ისწავლონ მათთვის შესაფერისი მასწავლებლებისგან. Owlee ამცირებს დროის დანახარჯს, ზრდის მასწავლებელთა შემოსავალს და ქმნის მოსახერხებელ, ტექნოლოგიურად თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას.
- Sivrce.AI — პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებსა და ბიზნესებს.
იგი გეხმარება იპოვო ადგილები, რომლებიც შეესაბამება შენს განწყობას, ბიუჯეტსა და ხასიათს — იქნება ეს კაფე, რესტორანი, სამუშაო სივრცე თუ ღონისძიების ლოკაცია — ხოლო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაიზარდონ, მიიზიდონ მიზნობრივი აუდიტორია და გააძლიერონ ხილვადობა. - Stamo.ai არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს წუთებში შექმნან პროფესიონალური ვიდეო რეკლამები, ყოველგვარი გადამღები გუნდის ან მონტაჟის გარეშე. პლატფორმა ასევე სთავაზობს ჭკვიან, მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ ანალიზს, რაც ეხმარება ბრენდებს ზრდასა და აუდიტორიის მოზიდვაში.
- Extera — ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ფილმის გადაღებებისთვის დამატებითი მსახიობების დაქირავებას და მართვას.
ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ქართული/ ინგლისური):
- რეგისტრაცია & ნეთვორქინგი - 16:30 -17:00 სთ
- გახსნა და მისასალმებელი სიტყვა - 17:00 – 17:30 სთ
- Pitching – 17:30 სთ - 19:00 სთ
- დაჯილდოების ცერემონია - 19:15 სთ - 19:30 სთ
- ნეთვორქინგი - 19:30 სთ - 20:00 სთ
ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.”
