კიბერუსაფრთხოების ლიგა

3 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) გაიმართება ყოველწლიური გუნდური ჩემპიონატი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.

 

მესამე ჰაკატონი/ტური გაიმართება 3 ივნისს 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

ჰაკატონში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან.

 

გუნდები სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდენენ კიბერუსაფრთხოების / ჰაკინგის ამოცანების შესრულებას, პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებულია შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.

 

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 მაისი