დისკუსია - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები

31 მარტი 2023

31 მარტს,  16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლევან კაკლიანი და ელენე ბერიძე წარუძღვებიან  დისკუსიას  თემაზე - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მკვლევრები:  მარინე ბერიძე, ლია ბაკურაძე, დიანა ანფიმიადი, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, ამინ ნაგელიანი.

 

  • მოწვეული მკვლევრები მოგვითხრობენ: ენისა და დიალექტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ლინგვისტურ პორტრეტზე, ფერეიდნელი ქართველების ენობრივ ხატზე და სხვა. ღონისძიების დასასრულს, ფერეიდნელი ქართველები მუსიკალურ ნაწარმოებს წარადგენენ;
  • სტუდენტები, საინტერესო პერფორმანსის სახით, წარადგენენ დიალექტურ ტექსტებსა და გამონათქვამებს;
  • დისკუსიაში ჩართვა შეუძლია აღნიშნული საკითხებით დაინტერესენულ ნებისმიერ პირს.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.