22 ივნისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვევით, დაინტერესებული პირებისთვის, დისტანციურ შეხვედრას ჩაატარებს ძალიან საინტერესო სპიკერი, ფიზიკოსი - გია დვალი.
გია დვალი ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორია.
შეხვედრის თემა - “Dark Side - ბნელი მხარე". გია დვალი ისაუბრებს კოსმოლოგიაზე.
დისტანციური შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართება, დაინტერესებულ პირებს ექნებათ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
შეხვედრაზე დასასწრებად და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსასმენად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
