გაინტერესებს ტურიზმი, ინოვაციები და მდგრადი განვითარება?
მაშინ შემოგვიერთდი კონკურსში „მწვანე ინოვაციები ტურიზმში – ბიზნეს იდეების გამოწვევა“, რომელიც ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბში, 25–28 ნოემბერს, ყოველდღე 16:00 საათზე, ENRICHER-HUBS Erasmus+ პროექტის ფარგლებში.
ღონისძიების მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა რეალური ტურიზმის ბიზნესების გამოწვევების გადაჭრაში ინოვაციური და მდგრადი იდეების მეშვეობით.
მონაწილეებს ელოდებათ 4-დღიანი Design Sprint, სადაც რეალური ტურიზმის ბიზნესების გამოწვევებზე იმუშავებენ და შექმნიან ინოვაციურ, მდგრად გადაწყვეტილებებს. კონკურსის ბოლოს გუნდები წარადგენენ თავიანთ იდეებს ბიზნესისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენელ ჟიურის წინაშე.
მონაწილეობა:
- რეგისტრაცია ინდივიდუალურია;
- მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს;
- საერთო რაოდენობა -მინიმუმ 21 სტუდენტი, რომლებიც ორგანიზატორების მიერ დაყოფილნი იქნებიან 3–4 წევრიან ჯგუფებად;
- პრიორიტეტი მიენიჭებათ ტურიზმის, მასპინძლობისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს.
რეგისტრაცია:
გაიარე რეგისტრაცი მითითებულ ბმულზე.
რეგისტრაცია დასრულდება – 15 ნოემბერს, 2025.
გამოწვევა:
გუნდები იმუშავებენ რეალური ტურიზმის ბიზნესის მიერ წამოყენებულ ამოცანაზე, რომელიც გამოცხადდება პირველ დღეს.
კრიტერიუმები:
- ინოვაციურობა და კრეატიულობა – 30%
- მდგრადობა და პრაქტიკულობა – 30%
- პრეზენტაციის ხარისხი – 20%
- კვლევის სიღრმე – 20%
ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო საუკეთესო გუნდები — სპეციალურ აღიარებებს:
- ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტა;
- ყველაზე მდგრადი კონცეფცია.
