ჰაკათონი სტუდენტებისთვის

25 მარტი 2026

გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე!

 

25 მარტს SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული სერვერის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი.

 

რას გთავაზობთ:

 

  • ხუთი უნიკალური სერვერი, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად;
  • შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და პროფესიონალებს;
  • კონკურენტული გარემო, სადაც მხოლოდ საუკეთესოები მოიპოვებენ გამარჯვებას!

 

პრიზი: საუკეთესო ჰაკერი მიიღებს მძლავრ ლეპტოპს!

თარიღი: 25 მარტი;

ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი.

 

რეგისტრაციის დეტალები: მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი ვებგვერდის გატეხვა და დამალული რეგისტრაციის ბმულის აღმოჩენა. ეს თქვენი შანსია, პირველივე ნაბიჯიდან აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები!

 

ღირებულება: მონაწილეობა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია ჩვენი სპონსორების მიერ.

 

ღონისძიების ორგანიზატორია კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია – IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.

 

ნუ გამოტოვებთ ამ უიშვიათეს შანსს, რომ დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი საქართველოს მოწინავე ჰაკერებს შორის! ტექნოლოგიების ყველა მოყვარულს, გამოცდილ პროფესიონალს თუ დამწყებ სპეციალისტს – ყველას გელოდებით ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე.

 

მზად ხართ, რომ იპოვოთ რეგისტრაციის ბმული?

 

კონტაქტები: +995 595 511 355

miavich@cu.edu.ge