როგორ მივაწოდოთ ბიზნესს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება

9 ივნისი 2023

9 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა''-ში,  გაიმართება შეხვედრა Deal Company –ის და Film Collectiv – ის თანადამფუძნებელ სალომე სულავასთან.

 

სალომე სულავა გახლავთ საერთაშორისო ტრენერი, Luxury და B2B  გაყიდვების ექსპერტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთში და პარტნიორობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის – Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვ.

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ევროპული სტანდარტის დასანერგად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქართველოში დააფუძნა - Deal Company. ის არაერთ კომპანიას დაეხმარა გაყიდვების სტიმულირებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი სტუდენტებს გაუზიარებს მის შთამბეჭდავ პროფესიულ გამოცდილებას, ისაუბრებს მათთან იმ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცნობიერებაზე, რომელიც საჭიროა საერთაშორისო წარმატებისათვის.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე.