საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა

15 თებერვალი 2025

15 თებერვალს, 12:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.


შეხვედრას გაუძღვება კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.

 

 პირველ 3 წლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას, კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად უკვე 4 წელია ახორციელებს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს:

 

  • მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი
  • ისწავლონ საზღვარგარეთ
  • დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.