საინფორმაციო შეხვედრა-კიბერუსაფრთხოების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

20 მარტი 2023
20 მარტს, 16:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია პირველი 3 წლიანი ერთობლივი კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
 
პროგრამის პრეზენტაციას წარუძღვებიან: შოთა ნიჟარაძე - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი; მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი.
 
შეხვედრაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.
 
პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.
 
დღეისათვის ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი შტატის ყველაზე ფართოპროფილიანი უნივერსიტეტების რიგებშია და ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში.
 
პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე 

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე