სეზონური სკოლის პროექტში საერთაშორისო სკოლა "კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი" მონაწილეების შერჩევა დაიწყო.
სეზონური სკოლის ლექტორები იქნებიან როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები - პროფესორები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
სკოლის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტს და მის გამოყენებას კიბერ უსაფრთხოებაში.
მსმენელებად მიიღებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები. აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
მონაწილეობა სეზონურ სკოლაში არის უფასო.
მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე). გთხოვთ, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილის ველს, სადაც უნდა ჩაიწეროს მაქსიმუმ 150 სიტყვით ის, თუ რატომ გნებავთ პროექტში ჩართვა და რატომ უნდა იყოთ არჩეული.
არჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.
სეზონური სკოლის მეცადინეობები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში 23 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით.
რეგისტრაცია სეზონურ სკოლაში შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.