გაცნობითი ტური - ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამა

16 დეკემბერი 2025

16 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამით დაინტერესებული პირებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება გაცნობითი ტური, რომელიც ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში, ისტორიული სემინარიიდან - თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრამდე. ამ მოგზაურობის დროს მონაწილეები გაიგებენ, როგორ ცხოვრობს და სუნთქავს ხელოვნება კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება და ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც კვლევასა და შემოქმედებას აერთიანებს.

 

ტურის ძირითადი ადგილები

 

  1. უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ (მთავარი შენობა) - ტური დაიწყება უნივერსიტეტის ძველი სემინარიის შენობაში ისტორიული შესასვლელდან. სტუდენტები შეიტყობენ, როგორ გარდაიქმნა რელიგიური განათლების ცენტრი თანამედროვე უნივერსიტეტად. ეს არის სივრცე, სადაც ცოდნა და კულტურა საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობდა და რომელიც დღეს ამ საუკუნოვან სიღრმეს მულტიდისციპლინარულ თანამედროვე უნივერსიტეტად გარდაქმნის, სადაც მნიშნელოვანი ადგილი ხელოვნების სწავლებას უკავია.
  2. საკითხავი დარბაზები და აუდიტორიები - ტური გაგრძელდება აუდიტორიების დათვალიერებით, სადაც სტუდენტები ისწავლიან.
  3. კოლექციის დათვალიერება - კავკასიის უნივერსიტეტის ერთგვარი საგანძურია საჯარო წვდომაში გამოფენილი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო მასალად იქცევა. მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობენ სტუდენტები ავთენტურ ობიექტებთან, როგორ სწავლობენ მათ ანალიზს, ინტერპრეტაციას და სხვა. კავკასიის უნივერსიტეტი ერთდერთი სასწავლო აკადემიური სივრცეა საქართველოში, რომლის საუნივერსიტეტო სივრცეში განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვანი კოლექცია. აქ შეხვდებით გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს.
  4. სასწავლო ინფრასტრუქტურა - ბიბლიოთეკა, კვლევითი ცენტრები, ციფრული ლაბორატორიები - გაეცნობით იმ სივრცეებსა და რესურსებს, რომლებზეც გექნებათ წვდომა კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის პროცესში.
  5. შემოქმედებითი სივრცეები - გამოფენების, მათ შორის ონლაინ გამოფენების ორგანიზება, კოლაბორაციული პროექტები; როგორ ხდება სტუდენტის დამოუკიდებელ პროფესიონალად ჩამოყალიბება, რომელსაც საკუთარი თავის პოვნა თავისუფლად შეუძლია 21-ე საუკუნის ბაზარზე.
  6. სოციალური სივრცეები ტურის ბოლოს გაეცნობით უნივერსიტეტის საერთო სივრცეებს - კაფეს, ეზოს, პატარა კუთხეებს, სადაც სტუდენტები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, სამომავლო გეგმბესა თუ გამოწვევებს.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.