გაცნობებთ, რომ Erasmus+ საგრანტო კონკურსის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს - VIRTUALLYEDU- ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება.
პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.
ვიწვევთ სტუდენტებს საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება 13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ ფორმატში. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, განათლებაში ციფრული უნარების როლსა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე 11 ნოემბრის ჩათვლით.
შეხვედრაზე დასწრების ლინკს რეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ მეილზე.