7 დეკემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი კონკურსს - ლოგიკური თამაშების ლიგას - მართავს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 4 მოსწავლისგან,გუნდში მინიმუმ ორი XII კლასელი უნდა იყოს. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტება.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა ამოხსნან ლოგიკური ამოცანები, რომლისთვისაც გამოყოფილი იქნება დრო - 2 საათი და 30 წუთი.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელიც უფრო მოკლე დროში ამოხსნის ამოცანებს.
- I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
- II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
- III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი, მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/4-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2025-2026 და 2026-2027 აკადემიურ წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე.
ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე.