2 მარტს, 16:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანია Amazon-ის წარმომადგენლებთან.
კომპანიაში დასაქმებულია 1.5 მილიონზე მეტი თანამშრომელი, ხოლო AWS უზრუნველყოფს cloud ინფრასტრუქტურას მილიონობით ორგანიზაციისთვის მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში. AWS ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებს ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემთა დამუშავებისა და მასშტაბური ციფრული სერვისების მიმართულებით.
შეხვედრის თემები:
- Amazon-ის ინოვაციის კულტურა და როგორ ქმნის კომპანია ახალ ტექნოლოგიებს;
- AWS-ის მიდგომა ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე სისტემებთან;
- როგორ დასაქმდეთ Amazon-ში და როგორია დაქირავების პროცესი.
სპიკერები (Amazon Web Services):
ინა ოზოგინა – დირექტორი, კავკასია, ცენტრალური აზია და მონგოლეთი, AWS აქვს 20+ წლიანი გამოცდილება IT ინდუსტრიაში (AWS, Oracle, Microsoft, SAP) და ხელმძღვანელობს AWS-ის ბიზნესის განვითარებას რეგიონში;
იულია ანდრიანოვა – უფროსი ანგარიშების მენეჯერი, AWS ხელმძღვანელობს AWS-ის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მონაწილეობს Amazon-ის დაქირავების პროცესში (Bar Raiser).
შეხვედრის სასაუბრო ენა - ინგლისური.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
