12 მარტს, 16:00 საათზე, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა CU კამპუსში გაიმართება.
ზოგადი საუნივერსიტეტო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაინტერესებულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანები შეხვდებიან და საბაკალავრო პროგრამებზე დეტალურად გაესაუბრებიან.
შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.