ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

22 მარტი 2021
TH Wildau-ის და CU-ის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართება, სადაც პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მისი ხელმძღვანელისგან, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძისგან მიიღებთ.
 
ონლაინ პრეზენტაციის ჩატარების თარიღი - 22 მარტი, 20:00 საათი.
 
ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.
 
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.