ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია CU კამპუსში

17 მარტი 2021

კავკასიის უნივერსიტეტში TH Wildau-ის და CU-ის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაციები გაიმართება, სადაც პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ხელმძღვანელისგან, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძისგან მიიღებთ.

 

პრეზენტაციის ჩატარების თარიღები:

 

13 მარტი, 12:00 საათი

17 მარტი, 18:00 საათი

20 მარტი, 12:00 საათი

 

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე და აირჩიეთ სასურველი დღე.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.