ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" - მე-6 ნომრის პრეზენტაცია

24 ნოემბერი 2022

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, ჟურნალის - "ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" - მე-6 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

 

ღონისძიებას წარუძღვებიან:

 

თენგიზ ვერულავა - ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;

გიორგი მახარაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი;

ნინო მაჩურიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ჟურნალის მთავარი მიზნებია:

 

  • ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე.