საჯარო ლექცია თემაზე -,,ლიხს იქით და ლიხს აქეთ,საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ“

28 თებერვალი 2024

28 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია ,,ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ“.

 

ლექციას გაუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, დავით შოვნაძე.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:

 

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრესი ამოცანები და მიზნები, მათი კავშირი ჯანდაცვის მენეჯმენტის პრინციპებთან და ამოცანებთან მიმართებაში;
  • რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და რა არის მისი პრინციპები;
  • რა კავშირი არსებობს ჯანდაცვის მენეჯმენტსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის;
  • არის თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვა უმთავრესი წერტილი ჯანდაცვის მენეჯმენტის ამოცანებისთვის. 

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.