საჯარო ლექცია თემაზე „ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო მონაცემების შედარებითი ანალიზი“

27 თებერვალი 2026
კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, 27 თებერვალს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერეცნიო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო მონაცემების შედარებითი ანალიზი“.
 
შეხვედრას ჩაატარებს ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი და საგადასახადო ექსპერტი სალომე ოდიშარია.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
 
  • როგორ იყენებს შემოსავლების სამსახური ფინანსურ ანგარიშგებებს და ახსნა-განმარტებებს საგადასახადო კონტროლში;
  • როგორ ხდება ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო დეკლარაციების შედარება და რას ნიშნავს ეს კომპანიებისთვის - რისკები, სარგებელი და რეალური შედეგები;
  • როგორ მოწმდება დეკლარაციებში მითითებული მონაცემები ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ინფორმაციასთან.
 
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.