კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, 5 მარტს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერეცნიო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „საგადასახადო აუდიტი პრაქტიკაში: კომპანიების რისკები და ხშირი ხარვეზები“.
შეხვედრას ჩაატარებს აერთაშორისო სავალუტო ფონდის TADAT ექსპერტი ლაშა კობერიძე.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
- საგადასახადო აუდიტის პროცესში სად იკვეთება ყველაზე ხშირად ხარვეზები;
- კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომები;
- არსებული პრაქტიკების განხილვა.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
