20 ნოემბერს, 18:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი კავკასიის ეკონომიკის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციის თემა: საქართველოს სპეციალური ეკონომიკური ზონები: შესაძლებლობები და რეგიონული პერსპექტივები
ლექციას წარუძღვება ეკონომისტი და იურისტი, ჰარვარდის იურიდიული სკოლისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - პროფესორი კარიმ მეჯადი.
საჯარო ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის სივრცეში, მეოთხე სართული. შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
