WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მესამე ნაკადის პირველ ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო

20 თებერვალი 2024

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

პირველი ლექცია გაიმართება 20 თებერვალს, 12:00 საათზე.

ლექციის თემა:
,,მომავლის ნავიგაცია: ვირტუალური რეალობიდან კიბერ საზღვრებამდე’’.


ლექციას წარუძღვება ალექსანდარ ერიკი, ორგანიზაცია Harmonity Group-ის დამაარსებელი.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე.

20 თებერვლის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი 17:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.