საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შეხვედრა პირველკურსელებთან

9 დეკემბერი 2024

9-10 დეკემბერს, 16:00 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ყველა დაინტერესებულ პირველკურსელს იწვევს გაცნობით შეხვედრაზე დასასწრებად. 

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს. ასევე, მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში შემოთავაზებული გაცვლითი, Erasmus+ პროგრამების, მოკლევადიანი კურსებისა და სტიპენდიების შესახებ. 


სტუდენტები შეძლებენ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან დეპარტამენტის წარმომადგენლებს, უფრო მეტი გაიგონ პროგრამულ თუ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამებს უკავშირდება. ასევე, მოისმენენ რეკომენდაციებს გაცვლითი პროგრამებისთვის განაცხადის წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, 6 დეკემბრის ჩათვლით. 

 

შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (C სართული), როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე.