სიყვარული ქართული სიტყვაა და ძველ ბერძნულად სულ მცირე - 8 სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება.
- როგორია ამ სიტყვების თავგადასავალი ძველ საბერძნეთსა და თანამედროვე სამყაროში?
- ვინ არიან სიყვარულის ღმერთები?
- რას გვიამბობს ბერძნული მითოლოგია, პოეზია და ფილოსოფია სიყვარულის შესახებ?
- რას სწავლობენ და ვერ სწავლობენ შეყვარებულები ძველი ბერძნებისგან?
ამ კითხვებზე პასუხის საძიებლად, 7 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ ელინისტისა და მთარგმნელის თათია მთვარელიძის საჯარო ლექციაზე. ლექცია გაიმართება CU-ის საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.