2 მარტს, 16:00 საათზე, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევთ ღია ლექციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ გეროიდ კოქსს (Gearoid Cox), საერთაშორისო კომპანია SalesPipeline-ის დამფუძნებელს. SalesPipeline-ი სტარტაპებსა და მზარდ კომპანიებს, გაყიდვების გუნდების ფორმირებასა და მართვაში ეხმარება.
გეროიდი გაგიზიარებთ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის - გაყიდვების, შესახებ.
ლექციაზე განვიხილავთ:
- როგორ მუშაობს გაყიდვები და მარკეტინგი საერთაშორისო კომპანიებში
- რატომ არის გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი გლობალურ ბაზარზე
- როგორ დაიწყო კარიერა ამ სფეროში და იმუშაო უცხოურ კომპანიებთან.
დაესწარი, თუ გინდა:
- მიიღო პრაქტიკული გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა
- გაიგო, რა კარიერული გზები არსებობს გაყიდვების მიმართულებით
- ისწავლო, როგორ გამოიყენო გაყიდვები, როგორც მთავარი ინსტრუმენტი სტარტაპებისა და გლობალური პროექტების სამართავად.
ლექციის ფორმატი:
- ხანგრძლივობა: 2 სთ
- ენა: ინგლისური
- ვიწვევთ: სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს
შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტში, A5 აუდიტორიაში.
სარეგისტრაციო ბმული.
