24 მარტს, 19:00 საათზე, სეზონური სკოლა, რომელიც სპეციალიზირებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე, შეიქმნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 მოიცავს კურსს.
პროგრამა შემუშავებულია ისე, რომ მოკლე პერიოდში (40 აკადემიური საათი) ბენეფიციარი მიიღებს საბაზისო აქტუალურ ცოდნას და ამ სფეროში მისი შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვისა და GDPR- ით დაინტერესებული მონაწილეები. DataSecSchool-ში სწავლის შესაძლებლობა ექნება აკადემიურ პერსონალს (სკოლის, კოლეჯის, უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებს, მასწავლებლებს ან კვლევით პერსონალს). ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ოფლაინ და ონლაინ).
შერჩევის პროცესი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო ფორმის შევსება და გასაუბრება ორგანიზატორებთან. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. კომისია განცხადებას განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თანდართული ექნება სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ, პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
- ვადები: მარტი-მაისი, 2025
- მონაწილეთა რაოდენობა: 20-25
- რეგისტრაციის ფორმა.