29 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ტექნოლოგიური სტარტაპის გზა საქართველოში“.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
შეხვედრის მოდერატორი იქნება ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
მოწვეული პანელისტები იქნებიან:
- ანა ავეჩბა - ტალანტების ციფრული სივრცე Skilltape-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
- გიორგი რობაქიძე - ავტონაწილების ციფრული აპლიკაცია Viaro-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.