17 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტისა და ICT ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ტრენინგი თემაზე "The Basics of Cloud Computing", რომელსაც გაუძღვება ვიქტორ ისაევი.
ვიქტორი არის საწარმოს არქიტექტორი და სერტიფიცირებული AWS Solutions Architect Associate, რომელიც გახლავთ 20 წლის მეტი გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სპეციალისტი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- რა არის cloud computing
- რა განსხვავებაა "traditional" computing - სა და cloud computing - ს შორის
- რა არის ტიპიური cloud-based solution
- რა უპირატესობები აქვს cloud computing - ს
სამუშაო ენა - ინგლისური.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სტუდენტს.
აღნიშნული ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები ხელს შეუწყობს განათლებისა და ინდუსტრიის შორის კავშირის გაღრმავებას, სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნას.
ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი, A8 სივრცე.
ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.