The Importance of Accessibility in Software Development and Testing

24 მარტი 2025

24 მარტს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტისა და ICT ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება ტრენინგი თემაზე – The Importance of Accessibility in Software Development and Testing, რომელსაც გაუძღვება ინა კომოშვილი.

 

ინა არის ISTQB-სერტიფიცირებული QA ინჟინერი, რომელსაც აქვს 4-წლიანი გამოცდილება ვებ და მობილური აპლიკაციების ტესტირებაში, სხვადასხვა პროექტზე. 

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • რატომ არის ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის;
  • როგორ ეხმარება ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობა ბიზნესებს რეპუტაციის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის გამოცდილების ამაღლებაში;
  • რა როლი აქვთ ხელმისაწვდომობის გუნდებს პროექტებში და როგორ თანამშრომლობენ სხვა გუნდებთან;
  • რომელი ხელსაწყოები გამოიყენება ხელმისაწვდომობის ტესტირებისთვის, რეალური მაგალითების განხილვით, მათ შორის AI-ის როლით სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში.

 

აღნიშნული ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები ხელს შეუწყობს განათლებისა და ინდუსტრიის შორის კავშირის გაღრმავებას, სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნას.

 

სამუშაო ენა: ინგლისური;
ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი, A8 სივრცე.

 

ტრენინგზე დასწრება შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სტუდენტს 

ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.