WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“-მეორე ნაკადის მეორე ლექცია

23 მაისი 2023

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას ყველა ონლაინ ლექციაში მიიღებენ, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

მეორე ლექცია გაიმართება 30 მაისს, 13:00 საათზე.

 

ლექციის თემა„არის თუ არა მეწარმეობა კლიმატის საგანგებო სიტუაციისთვის დამხმარე საშუალება?“

 

ლექციას წარუძღვება მარტინ იარცი, ტრანსფორმაციის შუქურის ინოვაციების ალქიმიკოსი. 

მარტინი არის ტრენერი, მეწარმე და კლიმატის ელჩი. ის მუშაობს ტრანსფორმაციის შუქურაში, სადაც ყოველდღიურად ხელმძღვანელობს მენეჯმენტის ჯგუფებს ევროპის მასშტაბით, ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი მომავლისკენ სვლის საკითხებზე. მარტინი ამჟამად აწარმოებს EIT, CKIC და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას „Climaccelerator Beyond 2022“.  პროგრამის მიზანია აღმოიფხვრას პრობლემა კლიმატის შესუსტებასა და მომავლის წარმატებული მდგრადი ბიზნეს მოდელების შექმნას შორის, რაც თავის მხრივ მოაგვარებს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას.

ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 

30 მაისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 მაისი, 17:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.