პროექტის შესახებ

                           

                              

                                               

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში

 

წიგნის სახელწოდებაევროკავშირის პოლიტიკა

ავტორიჯონ მაკკორმიკი

გამომცემელიBloomsbury Academic

წელი2011, 2015, 2020

საავტორო უფლების მფლობელიჯონ მაკკორმიკი

 

წიგნი განიხილავს ევროკავშირის პოლიტიკასა და პოლიტიკურ კურსებს. წიგნი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც დაინტერესებულია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუციების საქმიანობის სპეციფიკით.

 

წიგნის მესამე გამოცემაში წარმოდგენილია უახლესი სტატისტიკური მონაცემები ცხრილების, დიაგრამებისა და რუკების სახით. მესამე გამოცემის ყოველი თავის ბოლოს მოკლედ არის მიმოხილული თითოეული წევრი სახელმწიფოს ისტორია და არსებული მდგომარეობა - მისი მოსახლეობა, მთლიანი შიდა პროდუქტი, ევროკავშირის შესახებ არსებული წარმოდგენები.

 

წიგნში საფუძვლიანად არის განხილული ინტეგრაციის სხვადასხვა თეორია, ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი ისტორია, ასევე ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის წინაშე მდგარი გამოწვევები; გარდა ამისა, წიგნი საინტერესო ინფორმაციას იძლევა მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებისა და მიმართულებების შესახებ.

 

 წიგნის მესამე გამოცემა საფუძვლიანად არის გადამუშავებული და განახლებული.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.

 

გრანტის მფლობელი: კავკასიის უნივერსიტეტი (CU) – საქართველო.