დამატებითი კონკურსი: Erasmus+ გაცვლითი პროგრამები 2026 შემოდგომის სემესტრისთვის

21 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2026 წლის შემოდგომის  სემესტრში, სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

 

  • FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

-Tourism

 -Business Administration 

ინგლისური

იხილეთ ტურიზმის საგნები 

იხილეთ ბიზნესის საგნები 

 

 

  • ლუდვიგშაფენის უნივერსიტეტი, გერმანია

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

-Business Administration

-Healthcare Management 

ინგლისური

  იხილეთ საგნების კატალოგი 

 

 

 

  • ფლენსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია 

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია


ბაკალავრიატი


1 სემესტრი


-Business Administration

-Public Relations

-Journalism and Mass Communication

- Digital communication and Media Arts

 


ინგლისური 


იხილეთ საგნების ჩამონათვალი

 

 

 

 

  • არტვინის ჩორუ უნივერსიტეტი, თურქეთი

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

English Philology 

ინგლისური 

იხილეთ საგნების ინფორმაცია 

 

 

 

  • შჩეჩინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Economics

ინგლისური 

იხილეთ საგნების ინფორმაცია 

 

 

  •  სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია

ბაკალავრიატი/

მაგისტრატურა

1 სემესტრი

-Bachelor of Economics

-Bachelor of Business Administration

- Bachelor of Architecture

- MBA

-Master in Management

ინგლისური 

-საგნები არქიტექტურის პროგრამისთვის

-საგნები ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამისთვის

-საგნები MBA/MSc პროგრამებისთვის 

 

 

  • კაუნას კოლეჯი (Kauko), ლიეტუვა

 

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების 

ინფორმაცია


ბაკალავრიატი


1 სემესტრი

- Business Administration 

- Computer Science

-Computer Science and AI

-Cyber Security

-Electronics and Computer Engineering

-Tourism

-Law



ინგლისური 



იხილეთ საგნების ინფორმაცია

 

 

*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ პროგრამის ადმინისტრაციულ დირექტორთან (ოთახი B26).

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის  ან პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი) 

 

*განაცხადების განხილვისას პრიორიტეეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო ინგლსური ენის სერტიფიკატის წარმოადგენას (IELTS-6.0/TOEFL-78). თუმცა ასევე შესაძლებელია განაცხადის შემოტანა, უნივერსიტეტის მიერ გაცემული ინგლისური ენის ( მინიმუმ B2) დონის დამადასტურებელი ცნობით (ოთახი A2, ketevanokropiridze@cu.edu.ge ).

 

Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:

 

  • საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - დამამთავრებელი კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში;  
  • მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@cu.edu.ge .

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ (3) უნივერსიტეტზე.

 

 

შერჩევის პროცედურა:

 

    • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
    • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
    • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;

 

 

  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-erasmus@cu.edu.ge .