გაცნობებთ, რომ ენისა და ცივილიზაციის საერთაშორისო ცენტრი CILEC (International Center for Language and Civilisation, France) აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (23 ივნისი - 18 ივლისი, 2025).
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ფრანგული ენის კურსი და მიიღონ მეტი ინფორმაცია ფრანგული კულტურის შესახებ.
პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს და არა მხოლოდ:
- ფრანგული ენის ინტენსიური კურსი - კვირაში 18 საათი;
- ყოველკვირეული პროექტი - 2 საათი;
- სოციო-კულტურული აქტივობები - ექსკურსიები, კულტურული საღამოები, შეჯიბრებები;
კურსზე დასწრება შესაძლებელია 2 ან 4 კვირის მანძილზე შემდეგ თარიღებში:
- 23 ივნისი - 5 ივლისი, 2025;
- 7-18 ივლისი, 2025.
ინდივიდუალური მონაწილეებისთვის 2 კვირიანი კურსის ღირებულება შეადგენს 400 ევროს, ხოლო 4 კვირიანი კურსის საფასური არის 680 ევრო. ღირებულებაში არ მოიცავს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის შემდეგ გაეგზავნებათ ფრანგული ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომლის შედეგების მიხედვითაც გადანაწილდებიან შესაბამის ჯგუფებში.
ლოკაცია: სენტ-ეტიენი, საფრანგეთი.
კურსზე დასწრების შემდეგ გაიცემა ფრანგული ენის სერტიფიკატი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 11 მაისი, 2025.
გისურვებთ წარმატებებს!