Erasmus+ გაცვლითი პროგრამები ლიეტუვაში მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის

2 ოქტომბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის აცხადებს 2025 გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებს ლიეტუვაში.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მეორე ან მესამე კურსის მეორე სემესტრში.

 

სწავლების საფეხური/კურსი

მობილობის ხანგრძლივობა

პარტნიორი უნივერსიტეტი

პროგრამა

სწავლების ენა

ინფორმაცია შემოთავაზებულ საგნებზე

ბაკალავრიატი,

მე-2 კურსი

1 სემესტრი

Vilniaus Kolegija, Higher Educational Institution

მედიცინა

ინგლისური

https://en.viko.lt/wp-content/uploads/sites/9/2024/09/Healthcare.pdf

ბაკალავრიატი,

მე-2  და მე-3 კურსი

1 სემესტრი

Kauno Kolegija, Higher Educational Institution

მედიცინა

ინგლისური

https://www.kaunokolegija.lt/en/exchange-studies-in-english/

 

*განაცხადის წარმოდგენამდეგთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი B29);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი B29);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

  

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

  

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2024 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

  

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-  ir@cu.edu.ge.