გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 2021 შემოდგომა

25 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. 

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ MY CU - სტუდენტის პლათფორმას. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები".

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე კურსის, მესამე კურსის ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის მეორე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. გაითვალისწინეთ, რომ მზადებას უნდა შეუდგეთ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

უმორჩილესად გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და GPA მინიმალური ქულით 3.0.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.


განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა - 25 მარტი, 2021.