ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2026 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება შემდეგ თარიღებში:
- 23.05.2026 (შემდეგი დონეები: B1 და B2), რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;
- 14.11.2026 (შემდეგი დონეები: A1, A2, B1, B2, C1 და C2),რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
გამოცდაზე გასვლის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას აპლიკანტმა თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
აღნიშნული დოკუმენტები აპლიკანტმა უნდა გადააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: amkhitariani@cu.edu.ge; aderiugina@cu.edu.ge.
გამოცდის საფასურის გადახდის დეტალები:
მიმღები: შპს კავკასიის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE71TB7047536020100098
დანიშნულება: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).
გამოცდის დონის შესაბამისი საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!
