პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მესამე ნაკადის აპლიკაციების მიღება დაიწყო

25 მარტი 2024

პრე-აქსელერაციის პროგრამა ,,CUnicorn''-ის მესამე ნაკადის აპლიკაციების მიღება დაიწყო.

 

პრე-აქსელერატორში სტარტაპ გუნდების შერჩევა მოხდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც გამოავლენენ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალს.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო კვირას (აპრილი 2024 - ივლისი 2024) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

 

  • თემატური სამუშაო სესიები
  • ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან
  • ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up
  • კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა
  • დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით

 

პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით:

 

  • პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია
  • გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა
  • მომხმარებლის სეგმენტაცია
  • ღირებულების შეთავაზება
  • მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები
  • Growth Marketing
  • MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა
  • ბიზნესმოდელი და ფინანსები
  • Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:

 

  • ბიზნეს გეგმა/ბიზნესმოდელი
  • ფინანსური გეგმა
  • საკომუნიკაციო სტრატეგია
  • პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა
  • Pitch Deck
  • საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

26 თებერვალი -18 მარტი – აპლიკაციების მიღება;

19 მარტი - 24 მარტი– აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ გუნდებთან გასაუბრება;

25 მარტი- პროგრამის და შერჩეული გუნდების პრეზენტაცია.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: IECenter@cu.edu.ge