ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, EUCA-INVEST-ის პროექტის ფარგლებში, დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტში 2016 წელს.
ცენტრის მიზანია:
- სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა
 - სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება
 - ინოვაციური პროექტების სტიმულირება სტუდენტებში
 
ცენტრი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში და პროგრამებში.
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია:
- პრეაქსელერაციის პროგრამა
 - ტრენინგები
 - ვორკშოპები
 - კონსულტაციები
 - კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრები და სხვა მათთვის საჭირო სერვისები
 
ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, რომელიც მათ იდეების რეალურ სტარტაპებად გადაქცევაში ეხმარება.

