ბიზნეს მოდელების კონკურსი

ბიზნეს მოდელის კონკურსი მონაწილეებს სთავაზობს შექმნან, განავითარონ და გატესტონ თავიანთი ბიზნეს მოდელები, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციაზე, მასშტაბურობასა და მდგრადობაზე.

 

ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ კონცენტრირდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მომხმარებლის კვლევა, სეგმენტაცია და ბიზნეს იდეის ვალიდაცია.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

 

  • სტუდენტებს
  • დამწყებ ანტრეპრენერებს, რომლებსაც აქვთ სტარტაპ იდეა
  • განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც სურთ დახვეწონ საკუთარი ბიზნეს მოდელი

 

დღის წესრიგი:

 

  • იდეის განვითარება: გენერაცია, ვალიდაცია, დახვეწა;
  • მომხმარებლის კვლევა : ბაზრის კვლევის საფუძველზე მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • მენტორინგი: ბიზნეს მოდელის შემუშავება/განვითარება;
  • Pitching-ისთვის საჭირო უნარების განვითარება: ფიჩინგის პრაქტიკა (საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება);
  • დასკვნითი პრეზენტაციები: გუნდები წარადგენენ თავიანთ ბიზნეს მოდელებს ჟიურის წინაშე;
  • დაჯილდოვება და ნეთვორქინგი.